2015-05-17 14:02:40, 456 ნახვა
საზოგადოება
იუსტიციის სამინისტროსთან ლგბტ აქტივისტები აქციას მართავენ
საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან ლგბტ აქტივისტები საპროტესტო აქციას მართავენ. აქცია "ლგბტ საქართველოსა" და გეი აქტივისტების მიერ ორგანიზებულია, რომლებიც ამ წუთებში იუსტიციის სამინისტროსთან იმყოფებიან. "ექსპრესნიუსის" კორესპონდენტის ცნობით, მათ გამოტანილი აქვთ პლაკატები წარწერით: "შევიცვალე სქესი, შემიცვალე საბუთი", "გამოხატვის თავისუფლება, ჩემი უფლებაა", სიძულვილი არჩევანია, ორიენტაცია არა", "17 მაისი ჰომოფობიასთან ბრძოლის დღეა", "დავიცვათ ყველას უფლებები 17 მაისს", "ყველა თანასწორია".
ჯერჯერობით განცხადებები აქციის მონაწილეების მხრიდან არ კეთდება. აქცია მდუმარედ მიმდინარეობს. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან