12:43 - 12 Apr, 2026
|
2017-12-09 17:47:42, 10040 ნახვა
High - Tech
კომპანია Apple-ი Shazam-ს ყიდულობს
ამერიკული კომპანია Apple-ი პლატფორმა Shazam-ს შეიძენს, - ამის შესახებ Recode სანდო წყაროებზე დაყრდნობით იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, კომპანიის მიერ პლატფორმის შესყიდვის შესახებ სავარაუდოდ მომავალ კვირაში განაცხადებენ. მედიის ცნობით, Apple-ი Shazam-ს 400 მილიონ დოლარად შეიძენს. აღსანიშნავია, რომ მანამდე პლატფორმის საფასური ერთი მილიარდი დოლარი იყო. გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარი ჯერჯერობით არც ერთი კომპანიის წარმომადგენელს არ გაუკეთებია. სააგენტო წერს, რომ Apple-ი სავარაუდოდ, საკუთარ iOS-ს სისტემაში Shazam-ის ინტეგრირებას შეეცდება. ცნობისთვის, Shazam-ი მუსიკის ამომცნობი აპლიაციაა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)