10:00 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-25 11:48:43, 576 ნახვა

სამართალი
ნინო გვენეტაძე: შვეიცარიის ელჩის გამოთქმული პრეტენზიის საფუძველზე საქმეების შესწავლა დაიწყო

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ნინო გვენეტაძის განცხადებით, შვეიცარიის ელჩის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე, რომელიც სასამართლო სისტემაში კორუფციის პრობლემებსა და საგადასახადო დავებს ეხება, სამართალწარმოების საქმეების შესწავლა დაიწყო.

მისივე თქმით, ის საჭიროების შემთხვევაში, გიუნტერ ბეხლერთან შეხვედრასაც გამართავს.

"ჩვენ სამართალწარმოების პრაქტიკის მოკვლევა, გაანალიზება, განზოგადება და სარეკომენდაციო წინადადებების შემუშავება დავისახეთ მიზნად. ასევე კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით ხდება მოსამართლეების საქმიანობის წინასწარი შემოწმება დისციპლინური სამართალწარმოების გადაცდომის არსებობის ან არარსებობის შესახებ. როგორც კი ამ სამუშაო ეტაპებს დავასრულებთ, ინფორმაცია საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება. თუ ბატონი ელჩი საჭიროდ ჩათვლის, რომ ეს ინფორმაცია მას კონკრეტულად ჩვენ გადავცეთ, იქნება შეხვედრაც“, - აღნიშნა ნინო გვენეტაძემ.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილი გუშინ გამართულ მთავრობის სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრს გიუნტერ ბეხლერის მიერ სასამართლო სისტემაში კორუფციასთან დაკავშირებით გამოთქმული პრეტენზიების შესწავლა დაავალა. ღარიბაშვილმა საჭიროების შემთხვევაში საკითხში ჩართვისკენ შინაგან საქმეთ მინიტრს ვახტანგ გომელაურსაც მოუწოდა.

შეგახსენებთ, საქართველოში შვეიცარიის ელჩმა, გიუნტერ ბეხლერმა განაცხადა, რომ სასამართლო სისტემაში კორუფციის პრობლემებია. მისივე შეფასებით, შეკითხვები არსებობს ინვესტორებისთვის დაკისრებულ გადასახადებთან დაკავშირებითაც.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-მ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციები აღადგინა
ტრამპმა განაცხადა, რომ ორბანის არჩევნებში დამარცხება არ აწუხებს
Bloomberg: ბუდანოვს პატივს სცემენ აშშ-სა და რუსეთში
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics