2015-04-23 17:34:11, 595 ნახვა
საზოგადოება
საჯარო რეესტრში განხორციელებულ რეფორმებს საუდის არაბეთის დელეგაცია გაეცნო
საჯარო რეესტრში განხორციელებულ რეფორმებს საუდის არაბეთის სამთავრობო დელეგაცია გაეცნო.
როგორც „ექსპრესნიუსს“ საჯარო რეესტრიდან აცნობეს, დელეგაციის წევრები, უძრავი ქონების რეგისტრაციის სფეროში საქართველოს, როგორც ტოპ-რეფორმატორიქვეყნის გამოცდილებით დაინტერესდნენ.
სააგენტოს საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ეკა მესხიძემ სამთავრობოდელეგაციის წევრებს ქონების რეგისტრაციის ქართული მოდელის, გამარტივებული სარეგისტრაციოპროცედურებისა და ელექტრონულ სერვისების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.
ვიზიტის ფარგლებში, საუდის არაბეთის დელეგაციის წევრებმა თბილისის იუსტიციის სახლი დაათვალიერესდა მის კონცეფციას გაეცნენ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან