|
2017-07-04 16:45:04, 640 ნახვა
რეგიონი
ზურაბ პატარაძე აჭარის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე დღეს აჭარის უმაღლესი საბჭოს მე-4 მოწვევის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრო. აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ დეტალურად ისაუბრა იმ საკანონმდებლო ცვლიელებებსა და ინიციატივებზე, რომლებიც ახალი მოწვევის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის პერიოდში განხორციელდა. შეხვედრის მეორე ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, რომლის დროსაც დავით გაბაიძემ და დეპუტატებმა დასმულ შეკითხვებს უპასუხეს. „ჩვენ დღეს მოვისმინეთ ძალიან მნიშვნელოვანი, სრულფასოვანი ანგარიში. ჩვენი რეგიონისთვის მნიშვნელოვანია ის შეხვედრები, ის საკანონმდებლო აქტები, ინიციატივები და გადაწყვეტილებები, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში ამ მოკლე პერიოდში იქნა განხორციელებული. ჩვენი რეგიონისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოების სწორი მიდგომები და ერთობლივი პროექტების განხორციელება. დღევანდელი პრეზენტაცია პასუხობდა იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც ჩვენი ქვეყანა და ჩვენი რეგიონი დგას," - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ თავის გამოსვლაში. საანგარიშო პერიოდში (7 თვე) მე-4 მოწვევის უმაღლესმა საბჭომ 56 სამართლებრივი აქტი მიიღო, მათ შორის, 37 დადგენილება, 14 ცვლილება კანონში, 5 რეგლამენტის ცვლილება. ჩატარდა ბიუროს - 30, 6 პლენარული და 9 რიგგარეშე სხდომა. არასასესიო პერიოდში უმაღლეს საბჭო აგრძელებს მუშაობას.საშემოდგომო სესია სექტემრის პირველ სამშაბათს გაიხსნება. ზურაბ პატარაძესთან ერთად ანგარიშის წარდგენას რეგიონის მინისტრთა კაბინეტის წევრები, მუნიციპალიტეტების და მესამე სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. (NS)
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)