|
2015-04-19 14:05:40, 361 ნახვა
საზოგადოება
ქაშუეთში კოტე თოლორდავას სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს
ქაშუეთის ტაძარში გარდაცვლილი მსახიობის კოტე თოლორდავას სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. ტაძარში გარდაცვლილი მსახიობის მეგობრები და რიგითი მოქალაქეები იმყოფებიან. კოტე თოლორდავას ცხედარს ქაშუეთის ტაძრიდან 15:00 საათზე გამოასვენებენ და საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ. ცნობისთვის, მსახიობი კოტე თოლორდავა 11 აპრილს, მოსკოვის ერთ-ერთი სასტუმროს ნომერში გარდაცვლილი იპოვეს. თოლორდავა თბილისში "მოზარდ მაყურებელთა" თეატრის მსახიობი იყო. მას არაერთ ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული. ფართო მასებისთვის თოლორდავა ცნობილი იყო სერიალ “ჩემი ცოლის დაქალებში" შესრულებული დიტოს როლით. ითამაშა ილია ჭავჭავაძის როლი დოკუმენტურ ფილმში. ბოლო პერიოდში მსახიობს მეუთლესთან, განო მელითაურთან ერთად "პალიტრა ტვ"-ს ეთერში გადაცემა "შუადღის ამბებით განო და კოტე“ მიჰყავდა.
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
თბილისში Trump Tower აშენდება - Wall Street Journal
პაპი აცხადებს, რომ ტრამპთან კამათი „არ არის დაინტერესებული“
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)