14:51 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-17 15:33:40, 1016 ნახვა

ეკონომიკა
თბილისში "მარიოტის" ქსელის მესამე სასტუმრო გაიხსნება

თბილისში, ზაარბრიუკენის მოედანზე "მარიოტის" ქსელის მესამე სასტუმრო გაიხსნება.

სასტუმრო "მოქსის" ბრენდი იქნება, რომელიც "მარიოტის" ქვებრენდია. სასტუმრო "მოქსის" მართვასთან დაკავშირებით "ჯი-ემ-თი ჯგუფსა" და "მარიოტს" შორის ხელშეკრულებას ხელი დღეს მოეწერა.

ღონისძიებას ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, თბილისის ვიცე-მერი დიმიტრი ქუმსიშვილი და საქართველოში აშშ-ის ელჩი რიჩარდ ნორლანდი ესწრებოდნენ.

,,მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ზაარბრიუკენის, ყოფილი ვორონცოვის მოედანზე ძალიან მნიშვნელოვანი ტურისტული ობიექტი აშენდება, რომელიც საქართველოში კიდევ უფრო მეტ ტურისტს მოიზიდავს. მოხარული ვარ, რომ ,,მარიოტი“, რომელიც საქართველოში თითქმის 15 წელია წარმატებით ოპერირებს, გაფართოებაზე ფიქრობს და ახალ ინვესტიციებს ახორციელებს. ამ სასტუმროს მშენებლობაში მონაწილეობას მიიღებს ასევე ამერიკის სამთავრობო სააგენტო "ოპიკი", რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოში ბიზნესის განვითარებისთვის ყველანაირად ხელსაყრელი გარემოს არსებობას", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ,,მოქსის" სასტუმრო 130 ნომრიანი იქნება. "ჯი-ემ-თი ჯგუფის“ ახალი პროექტი, „მარიოტის“ ქსელის უახლესი ეკონომსეგმენტის ბრენდი - ,,მოქსი,, (MOXY) საშუალო და დაბალბიუჯეტიან მომხმარებლებზეა გათვლილი. სასტუმროში ასევე განთავსებული იქნება საოფისე ფართი, რომელსაც შენობის გარკვეული ნაწილი დაეთმობა, სავაჭრო სივრცე და ფუნიკულიორის კომპლექსში არსებული კაფე "პური გულიანისა" და ქართული რესტორნის "ჩელას" ფილიალები.

პროექტის მთლიანი ღირებულება 25 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს და მის განხორციელებაში აშშ-ის სამთავრობო სააგენტო "ოპიკი" მონაწილეობს, რომელიც პროექტს 18 მილიონი დოლარით აფინანსებს. სასტუმრო ,,მოქსის“ მშენებლობა 2017 წლისთვის დასრულდება. თბილისში დაგეგმილი პროექტი აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით პირველი იქნება. „მოქსის“ პირველი სასტუმრო გასული წლის სექტემბერში მილანში გაიხსნა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გახარიას პარტია ყაველაშვილს მაღაროელების შეწყალებაზე მიმართავს
თბილისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი ჩამოვიდა
საქართველოში 15-17 აპრილს შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
საზოგადოებრივი კვების ობიექტებში მომხმარებლისთვის სასმელების პლასტმასის ბოთლით მიწოდების აკრძალვა ძალაში რჩება, რეგულაცია პირველი ივლისიდან ამოქმედდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics