14:51 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-16 18:07:41, 564 ნახვა

ეკონომიკა
პრეზიდენტის ლატვიაში ვიზიტის ფარგლებში ბიზნესმენების შეხვედრა გაიმართა

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში რიგაში   ლატვიელი და ქართველი საქმიანი წრეების წარმომადგენლეთა ბიზნეს ფორუმი  გაიმართა, სადაც  ქართველმა ბიზნესმენებმა  ლატვიელ კოლეგებს საქართველოს საინვესტიციო გარემოს შესახებ პრეზენტაციები წარუდგინეს. 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას ლატვიელმა და ქართველმა ბიზნესმენებმა  ორი ქვეყნის ქვეყნის ბიზნეს და საინვესტიციო გარემოზე ისაუბრეს, ასევე განიხილეს საქართველოს  საინვესტიცო შესაძლებლობები და  საქართველოს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შემდგომ ახალ პერსპექტივები.

შეხვედრაში ქართული დელეგაციის  მხრიდან მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ქეთი  ბოჭორიშვილმა, პრეზიდენტის მრჩეველმა ეკონომიკის საკითხებში, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე გიორგი აბაშიშვილმა, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა კახა ბაინდურაშვილმა, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის გენერალურმა  დირექტორმა ირაკლი ასლანიშვილმა, საერთაშორისო სავაჭრო პალატის ვიცე-პრეზიდენტმა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა, საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის  ვიცე-პრეზიდენტმა მაიკლ ქოუგლიმ.

ლატვიის მხრიდან შეხვედრას ლატვიის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, ლატვიის სავაჭრო პალატის ვიცე-პრეზიდენტი, საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელი, და 50-მდე ლატვიელი ბიზნესმენი დაესწრო .





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გახარიას პარტია ყაველაშვილს მაღაროელების შეწყალებაზე მიმართავს
თბილისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი ჩამოვიდა
საქართველოში 15-17 აპრილს შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
საზოგადოებრივი კვების ობიექტებში მომხმარებლისთვის სასმელების პლასტმასის ბოთლით მიწოდების აკრძალვა ძალაში რჩება, რეგულაცია პირველი ივლისიდან ამოქმედდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics