14:51 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-02 15:54:08, 628 ნახვა

ეკონომიკა
EBRD–ის ბიზნესფორუმზე ერთ–ერთ ღონისძიებას CNN–ის ჟურნალისტი გაუძღვება

EBRD–ის ბიზნესფორუმზე დაგეგმილ საინვესტიციო ღონისძიებას ამერიკული ტელეკომპანია CNN–ის ჟურნალისტი მოდერაციას გაუწევს. 

ამის შესახებ ჟურნალისტებს, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილმა განუცხადა. 

მისივე თქმით, აღნიშნულ ღონისძიებას საქართველოს პრემიერ–მინისტრი და EBRD–ის პრეზიდენტი გახსნიან. 

„CNN–ის ჟურნალისტი კონკრეტულად ამ ღონისძიებისთვის და საქართველოს პოტენციალზე სასაუბროდ ჩამოდის. ის ამ ღონისძიებას როგორც წარუძღვება, ასევე  გააშუქებს“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა. 

გარდა ამისა,  ბოჭორიშვილის თქმით, ფორუმის ფარგლებში არაერთი ღონისძიება იგეგმება.  ქართველი მეწარმეების მიერ გამოფენა – გაყიდვა გაიმართება.

„ეს იქნება სხვადასხვა მიმართულებით, როგორიცაა ღვინო, ყველი და სხვა პროდუქცია. ჩვენ ჩვენი ნაწარმის პოპულარიზაციას მოვახერხებთ. მუდმივად მოხდება ტურისტული ადგილების პოპულარიზაცია, რათა ჩვენ სტუმრებს მოვაწონოთ და დავაინტერესოთ ჩვენი ქვეყანა, როგორც ზაფხულში, ასევე ზამთარში“, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. 

ბოჭორიშვილის ინფორმაციით, მზადდება საინვესტიციო კატალოგი, სადაც ყველა კერძო სექტორის წარმომადგენელს შეუძლია, თავისი გამზადებული პროექტი შეიტანოს, რომელიც ბიზნესწრეებში გავრცელდება. 

„ეს კი მიზანმიმართულია, რათა კიდევ უფრო კონკრეტული პროექტებით დავაინტერესოთ, კონკრეტული ორმხრივი შეხვედრები განხორციელდეს ამ ვიზიტის ფარგლებში“, – განაცხადა ქეთევან ბოჭორიშვილმა. 
მისივე თქმით, ამ ბინესფორუმზე ცნობილი ბიზნესმენები საქართველოს შესახებ პრეზენტაციას გააკეთებენ. 

„მსოფლიო რუკაზე ამ მიმართულებით საქართველო კიდევ უფრო წარმოჩნდება“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გახარიას პარტია ყაველაშვილს მაღაროელების შეწყალებაზე მიმართავს
თბილისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი ჩამოვიდა
საქართველოში 15-17 აპრილს შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
საზოგადოებრივი კვების ობიექტებში მომხმარებლისთვის სასმელების პლასტმასის ბოთლით მიწოდების აკრძალვა ძალაში რჩება, რეგულაცია პირველი ივლისიდან ამოქმედდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics