13:45 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-28 20:06:35, 1902 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრები პარლამენტში მისასვლელად მზადყოფნას გამოთქვამენ

პარლამენტთან კონსულტაციების შემდეგ გადავწყვეტთ, როდის მივალთ პარლამენტში, - ამის შესახებ საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა და ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. 

როგორც ქუმსიშვილმა აღნიშნა, ეკონომიკურ გუნდს კონკრეტული საკანონმდებლო ინიციატივები აქვს. 

„გამომდინარე ძალიან დაძაბული დღის წესრიგიდან, რომელიც პირადად მე და ეკონომიკის მინისტრს გვაქვს, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სამომავლოდ გადაგვედო პარლამენტში მისვლა. ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ პარლამენტთან. დღესაც ჩემი მოადგილე იმყოფება პარლამენტში, აქვს კონკრეტული საკანონმდებლო ინიციატივები. პარლამენტთან კონსულტაციებით აუცილებლად მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ როდის იქნება ყველაზე დროული იქ მისვლა“, -აღნიშნა ქუმსიშვილმა.

ამასთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მისიტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ის პარლამენტში აუცილებლად მივა და არსებულ კითხვებს უპასუხებს.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობა“ ითხოვდა ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრების მისვლას პარლამენტში, რათა ემსჯელათ მიმდინარე ეკონომიკურ საკითხებზე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა ნატო გააკრიტიკა ირანთან დაკავშირებით დახმარების სურვილის არქონის გამო
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
პაპუაშვილმა ზახაროვას განცხადებას უპასუხა: ჩვენ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ
კონგრესმენი უილსონი: აშშ-სთვის მნიშვნელოვანია, რომ ანაკლია პეკინის დომინირების ქვეშ არ მოექცეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics