2015-03-24 16:24:26, 514 ნახვა
პოლიტიკა
თამარ სანიკიძე: პრეზიდენტის მოხსენების მოსმენა საინტერესო იქნება
„ჩემი აზრით პრეზიდენტის მოხსენების მოსმენა საინტერესო იქნება, თუმცა მე პირადად იმ დროს საზღვარგარეთ მივლინება მაქვს“,-ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე განმარტებით, მივლინების გამო ჯერჯერობით ზუსტად არ იცის დაესწრება თუ არა პრეზიდენტის მოხსენებას.
„მე ვფიქრობ, რომ საინტერესო იქნება მოხსენების მოსმენა, მე პირადად მაქვს გარკვეული განრიგი და მივლინება საზღვარგარეთ და როდესაც დაზუსტდება თარიღები შევძლებ დავგეგმო ჩავიდე თუ არ ჩავიდე, სხვა შემთხვევაში ნამდვილად საინტერესო იქნებოდა მე მგონი ვისაც აინტერესებს ყველას შეუძლია დაესწროს ამასთან დაკავშირებით შეზღუდვა არ არის“,-განაცხადა თამარ სანიკიძემ.
ცნობისთვის, 31 მარტს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტში მოხსენებით წარსდგება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან