23:50 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-25 15:36:19, 1183 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
კვირიკაშვილი: ფინანსური სტაბილურობის შესანარჩუნებლად შესაძლებლობის მაქსიმუმი გავაკეთეთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საპარლამენტო უმცირესობის წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილის მონაცემები ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით არაზუსტია.  კვირიკაშვილის განმარტებით, 2017 წელს არა 3.4 %, არამედ 4%-იან ზრდაზეა საუბარი:

„მინდა შევასწორო, სავალუტო ფონდმა დიახ, მოახდინა კორექტირება, თუმცა მომავალ წელს 4%-იან ზრდაზეა საუბარი. მინდა ვთქვა, რომ ის ზრდა, რომელიც დღეს გვაქვს, რამდენადაც არ უნდა ვიმეორებდე ნათქვამს, არის რეგიონში არსებული სიტუაციის შესაბამისი.რაც შეეხება იმას, რომ მომავალ წელს მოხდა 1%-ით დაკორექტირება ქვედა მიმარულებით, ესეც გამომდინარეობს იქიდან, რომ სავალუტო ფონდი თავის დაგეგმარებაში არის ყოველთვის უფრო კონსერვატიული და მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ბიუეჯტს ვგეგმავთ 4%-იან ზრდაზე დაყრდნობით, მაგრამ სავარაუდოდ უფრო მაღალი ზრდა გვექნება“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა და დასძინა, რომ დამატებითი ვალის აღება მოუწევთ, რათა ეკონომიკა გაიზარდოს.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირწმუნება, რომ  ყველა მათი  სამომავლო გეგმა რეალისტურია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics