11:21 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-27 11:42:45, 1082 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
სუბარი: ოპონენტები ევროპარლამენტის დერეფნებში დადიოდნენ და ცდილობდნენ, საქართველოს ვიზალიბერალიზაცია არ მიეღო

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი ევროკავშირის საბჭოსადმი ევროპარლამენტის მოწოდებას ეხმაურება.

სუბარის თქმით, ვიზალიბერალიზაციისთვის ყველაფერი მზადაა.

თუმცა, სუბარი  შიდა ოპონენტების ქმედებებს იხსენებს, სუბარის  განმარტებით, ისინი  ევროპარლამენტის დერეფნებში დადიოდნენ და ცდილობდნენ, საქართველოს ვიზალიბერალიზაცია არ მიეღო:

„ ევროსაბჭოს აბსოლუტურად ყველა ვალდებულება, რომელიც საქართველოს ჰქონდა აღებული, იქნა შესრულებული ჯერ კიდევ წლის დასაწყისში, შესაბამისად წლის დასაწყისში საქართველოს უნდა მიეღო ვიზალიბერალიზაცია, ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ეს არ მოხდა და გადაიდო, იყო დამოკიდებული არა საქართველოზე, არამედ იმ მიგრაციულ პროცესებზე, რაც ევროპაში ხდება და რასაც დღევადნელ მსოფლიოში აქვს ადგილი, თუმცა აქაც გადალახულია გარკვეული ეტაპი და ყველაფერი მზად არის ვიზალიბერალიზაციისთვის, თუმცა მე არ შემიძლია არ შევეხო მაინც ჩვენი შიდა ოპონენტების ქმედებებს, რომლებიც დადიოდნენ ევროპარლამენტის დერეფნებში და ცდილობდნენ, საქართველოს არ მიეღო ვიზალიბერალიზაცია, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მათი გეგმა ასეთია - ან მე, ან არავინ და არაფერი ამ ქვეყანაზე. მათი ეს სურვილები არ შესრულდა, უბრალოდ კიდევ ერთხელ მოიჭრეს თავი როგორც ქართველი ხალხის, ისე ევროპის საზოგადოების წინაშე და შესაბამისი პასუხიც გასცა მათ 8 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა და კიდევ ერთხელ გასცემს ასეთ პასუხს 30 ოქტომბერს”,-აღნიშნა სოზარ სუბარმა.

ევროპარლამენტი ევროკავშირის საბჭოს მოუწოდებს, „შემდგომი გადავადების გარეშე“, დაუყოვნებლივ დაიწყოს მოლაპარაკებები საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების საკითხზე.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
პოლიციამ 107 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
თბილისში კაცი ცოლის არასრულწლოვან შვილიშვილებს პერიოდულად აუპატიურებდა
პოლიციამ ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტზე 1 პირი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics