03:30 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-05 16:28:36, 407 ნახვა

პოლიტიკა
ვახტანგ გომელაური: ერთი ხელის მოსმით ხარჯების შემცირება ძალიან რთულია

"ერთი ხელის მოსმით ამ ხარჯების შემცირება ძალიან რთულია", - ამის შესახებ შინაგან საქმეთ მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს მთვრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მუშაობა მიმდინარეობს.
"ამ თემაზე ვმუშაობთ. მოგეხსენებათ სპეციალური დეპარტამენტებია, სამსახურებია და ძალიან რთულია ერთი ხელის მოსმით ამ ხარჯების შემცირება.  როგორც კი შეჯერდება ეს ყველაფერი აუცილებლად მოგახსენებთ და ის იქნება გამჭვირვალე", - აღნიშნა გომელაურმა.
შეგახსენებთ, რთული ეკონომიკური ვითარებისა და ლარის გაუფასურების გამო, პრემიერ-მინისტრმა სამინისტროებს "ქამრების შემოჭერისკენ" მოუწოდა, რაც როგორც შემდეგ განმარტეს, ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებას გულისხმობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics