09:52 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-19 14:25:34, 1490 ნახვა

მსოფლიო
თურქეთის ფლოტმა გადატრიალების მცდელობის შემდეგ 14 გემი დაკარგა

თურქეთის სამხედრო საზღვაო ძალებმა ქვეყანაში სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ 14 ხომალდთან კავშირი დაკარგა.

ამის შესახებ The Times იუწყება.

გაზეთის ინფორმაციით, გადატრიალების დროს გემები შავ და ეგეოსის ზღვაში იმყოფებოდნენ. არ არის გამორიცხული, რომ გემების ეკიპეაჟები პუტჩში მონაწილეობდნენ. აქამდე ვერ ხერხდება საზღვაო ძალების სარდლის ადმირალ ვეისელ კიოსელეს პოვნაც. გაუგებარია, მონაწილეობდა ის გადატრიალებაში და პუტჩისტებს ტყვედ ჰყავთ აყვანილი.

შეგახსენებთ, რომ თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობას 290-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 190 მშვიდობიანი მოქალაქე და 100-ზე მეტი მეამბოხე სამხედრო. 1400 -ზე მეტი ადამიანი დაშავებულია.

სამართალდამცველებმა გადატრიალების მცდელობაში ეჭვმიტანილი 9000-მდე მეამბოხე დააკავეს. გარდა ამისა, 8 500-ზე მეტი სამართალდამცველი სამსახურიდან გაათავისუფლეს, მათ შორის 7 899 და ჟანდარმერიის 614 ოფიცერია. ამასთან, თანამდებობები 30 პროვინციის გუბერნატორებმა და 47 ოლქის მმართველებმა დატოვეს.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ ერთ კვირაში მეორედ დაარტყა რუსეთის ერთადერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შავ ზღვაზე, ერთი ადამიანი დაიღუპა.
ღმერთია და ექიმი არ სჭირდებაო - ნარიმან მაქარაშვილთან, მისი თაყვანისმცემლები ექიმს არ უშვებდნენ -ვიდეო
რუსეთში დამკრძალავი კომპანიების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა, უკრაინაში რეკორდული დანაკარგის ფონზე.
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics