17:17 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-05 17:44:57, 737 ნახვა

სამხედრო
სამხედროებმა „შავი ზღვის თასის“ საერთაშორისო შეჯიბრებაში წარმატებით იასპარეზეს

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხელჩართული ბრძოლის კლუბმა „ქართლის ციხიონმა“ „შერეული ორთაბრძოლების” ფედერაციის ინიციატივით ქალაქ ბათუმში გამართულ „შავი ზღვის თასის“ საერთაშორისო ტურნირში მიიღო მონაწილეობა.

შეჯიბრება 4 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებაში თავდაცვის სამინისტროდან ხუთი სამხედრო მოსამსახურე ჩაერთო. გუნდმა წარმატებით იასპარეზა. პირველი კლასის რიგითმა გიორგი მაისურაძე MMA-ს წესებით 65-კგ წონით კატეგორიაში პირველი ადგილი მოიპოვა და ოქროს მედალი აიღო. პირველი კლასის რიგითი გიორგი კუპატაძე (60-კგ წონაში) და პირველი კლასის რიგითი თეიმურაზ რუსტამოვი (70-კგ წონაში) მეორე ადგილს დასჯერდნენ და ვერცხლის მედლები მოიპოვეს.

„შავი ზღვის თასის“ საერთაშორისო ტურნირი K-1 წესებით ბრძოლაშიც გაიმართა. რიგითმა გოგიტა ღვინიაშვილმა (81-კგ წონაში) ოქროს მედალი მოიპოვა, კაპრალმა ვალიკო უკანწყაროელმა (57-კგ წონაში) კი თავდაცვის სამინისტროს ხელჩართული ბრძოლის კლუბს ბრინჯაოს მედალი შესძინა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხელჩართული ბრძოლის კლუბის ხელმძღვანელი სპორტული ღონისძიებების დაგეგმვისა და ფიზიკური მომზადების სამმართველოს ხელჩართული ბრძოლის ინსტრუქტორი ზურაბ ჩაჩანიძე იყო.

საერთაშორისო ტურნირში თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების გარდა ყაზახეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, უკრაინის და საქართველოს რამდენიმე კლუბი მონაწილეობდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფრანგმა კანონმდებლებმა კოლონიური ეპოქის დროს ჩამორთმეული ძვირფასი ნივთების დაბრუნების შესახებ კანონი დაამტკიცეს
საქართველოში სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა თითქმის 6%-ით შემცირდა
რეგიონებში ცხოველთა 3 ახალი მუნიციპალური თავშესაფარი აშენდება
სპეციალური შეთავაზება SOLO მომხმარებლებისთვის - დაესწარით სპექტაკლ “შერეკილები”-ს პრემიერას რეზო გაბრიაძის თეატრში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics