2016-06-06 15:02:48, 1245 ნახვა
მსოფლიო
საფრანგეთში, ევრო 2016-ის მიმდინარეობისას უსაფრთხოების უპრეცენდენტო ზომებს მიიღებენ
ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის დროს საფრანგეთი უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომებს მიიღებს, - ამის შესახებ Reuters საფრანგეთის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის პატრიკ კანერზე ინტერვიუზე დაყრდნობით იუწყება.
მინისტრის თქმით, ”ევრო-2016”-ის დროს უსაფრთხოების ზომებს 77 ათასი სამართალდამცველი და კერძო დაცვის სამსახურების 13 ათასი თანამშრომელი უზრუნველყოფენ.
როგორც კანერმა აღნიშნა, საფრანგეთში ტერორისტული საფრთხე არსებობს, თუმცა ”ევრო-2016”-ის დროს რაიმე კონკრეტულ საშიშროებაზე საუბარი არ არის.
შეგახსენებთ, რომ ევროპის საფეხუბრთო ჩემპიონატი საფრანგეთში 10 ივნისს დაიწყება და 10 ივლისამდე გაგრძელდება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან