15:25 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-10 11:30:18, 1139 ნახვა

მსოფლიო
პენტაგონის ინფორმაციით, ერაყში "ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი ლიდერი მოკლეს

ერაყის ანბარის პროვინციაში კოალიციის ავიადარტყმის შედეგად “ისლამური სახელმწიფოს” ლიდერი აბუ ვაჰიბი მოკლეს, - ამის შესახებ BBC პენტაგონზე იუწყება. 

როგორც მედია საშუალება წერს, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლის პიტერ კუკის ცნობით, ავტომობილზე განხორციელებულ საჰაერო დარტყმას ვაჰიბის გარდა კიდევ სამი მებრძოლი ემსხვერპლა.

ცნობისთვის, აბუ ვაჰიბის გარდაცვალების შესახებ მედიაში ინფორმაცია არაერთხელ გავრცელებულა, თუმცა აქამდე პენტაგონი მის სიკვდილს არ ადაუდასტურებდა.

აღსანიშნავია, რომ “ალ-ქაიდას” ყოფილი წევრი აბუ ვაჰიბი ერაყში ამერიკელმა სამხედროებმა დააკავეს. მას სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს, თუმცა 2012 წელს ის პატიმრობიდან გაიქცა. აბუ ვაჰიბი მონაწილეობდა სატვირთო ავტომობილების მძღოლების მკვლელობაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
19-21 აპრილს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
ქართული ოცნება BBC-ის მესამე საჩივრით მიმართავს
ტრამპმა ნატო გააკრიტიკა ირანთან დაკავშირებით დახმარების სურვილის არქონის გამო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics