11:42 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-23 15:39:24, 422 ნახვა

პოლიტიკა
ნინო გვენეტაძის მოსასმენად პარლამენტში დეპუტატები არ მივიდნენ

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის ნინო გვენეტაძის მოსასმენად პარლამენტში დეპუტატები არ მივიდნენ. ქვორუმისთვის 8 კაცი იყო საჭირო, თუმცა იურიდიული კომიტეტის სხდომაზე მხოლოდ 6 დეპუტატი გამოცხადდა. შესაბამისად, ნინო გვენეტაძის პირველი მოსმენა ჩაიშალა.
სხდომაზე არ მივიდა დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილიც, რომელიც ნინო გვენეტაძის მსგავსად უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე იყო წარდგენილი.
 ნინო გვენეტაძე არ ფიქრობს, რომ დეპუტატები  მის მოსასმენად პროტესტის ნიშნად არ გამოცხადდნენ. მისი შეფასებით, პარლამენტის წევრებს კომიტეტის სხდომაზე მისასვლელად, რაიმე გარემოების გამო,  უბრალოდ ხელი შეეშალათ.
"შეიძლება რაიმე დამაბრკოლებელი გარემოება იყო.შესაძლებელია, როგორც გაცხადდა, შემდეგაც ჩაინიშნოს იურიდიული კომიტეტის სხდომა.სხვა შეფასებას ვერ გავაკეთებ. რატომ უნდა იყოს პროტესტი? მე ასე არ ვთვლი",-განაცხადა ნინო გვენეტაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
პოლიციამ 107 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics