09:54 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-11 14:19:25, 1087 ნახვა

მსოფლიო
რუსეთში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა

რუსეთში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა. აფეთქება სტავროპოლის მხარეში, პოლიციის შენობასთან მოხდა.

როგორც რუსული საინფორმაციო სააგენტოები შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით იუწყებიან, ორი მათგანი პოლიციის თანამშრომლებმა გაანადგურეს, მესამემ კი, თავი აიფეთქა. წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლთა შორის პოლიციის თანამშრომლები და სამოქალაქო პირები არ არიან.

ეს არ არის პირველი თავდასხმა პოლიციელებზე. სამხრეთ რუსეთში, გასულ კვირასაც მოხდა აფეთქება.

შეგახსენებთ, 29 მარტს დაღესტანში აფეთქება იმ გზაზე მოხდა, რომელზეც პოლიციის კოლონა მოძრაობდა. აფეთქებამ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის სიცოცხლე იმსხვერპლა, დაიჭრა ორი ადამიანი. 29 მარტის აფეთქებაზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
თბილისში Trump Tower აშენდება - Wall Street Journal
პაპი აცხადებს, რომ ტრამპთან კამათი „არ არის დაინტერესებული“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics