01:52 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-03 12:38:50, 8682 ნახვა

სამართალი
პოლიციამ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე მომხდარი ქურდობის ფაქტი გახსნა, დაკავებულია ორი პირი

იმერეთში პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სადგომში ან საცავში შეღწევით ჩადენილი ქურდობის ბრალდებით 1998 წელს დაბადებული გ.თ. და 1998 წელს დაბადებული ი.ს. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები შპს „სპენუს ჯგუფში“ ტექნიკოსებად იყვნენ დასაქმებულნი. ისინი „ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის“ ტერიტორიაზე, ასაფრენ ბილიკზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებისათვის განთავსებული სპეცტექნიკიდან, წინასწარი შეთანხმებით, ფარულად დაეუფლნენ 310 ლიტრ საწვავს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულების მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილის ჩხრეკის შედეგად მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული საწვავი ნივთმტკიცებად ამოიღეს. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics