|
2025-11-03 13:21:17, 717 ნახვა
ეკონომიკა
Le Meridian Batumi - თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის
ჰორეკა სექტორი - სასტუმროები, რესტორნები და კაფეები მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სფეროა. მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მიხედვით, ამ ინდუსტრიაში დასაქმებულთა 55%-ზე მეტი ქალია, თუმცა მათი უმეტესობა კვლავ დაბალ ან საშუალო პოზიციებზე მუშაობს, მაშინ როცა მენეჯერული თანამდებობები ხშირად კაცების ხელშია. განსხვავებულია Marriot-ის ბრენდის ქვეშ შემავალი Le Meridian Batumi-ს შემთხვევა, სადაც ხელმძღვანელი პოზიციების 80% ქალებს უჭირავთ. გლობალური ინიციატივის ფარგლებში, ქალი ლიდერების გუნდიც შეიქმნა, რომელსაც 40-მდე წევრი ჰყავს და ერთი წლის განმავლობაში, თავიანთი აქტივობებით, ბევრ ქალს დააჯერეს საკუთარი შესაძლებლობები. ამასთანავე, თუ ოქტომბერში სასტუმრო Le Meridian-ს ეწვევით, მომღიმარი პერსონალის სამოსზე აუცილებლად შენიშნავთ ვარდისფერ ბაფთას. აქ დასაქმებული ქალებისთვის, ძუძუს კიბოს ყოველწლიური უფასო გამოკვლევები სასტუმროს სოციალური პოლიტიკის ერთ-ერთი კომპონენტი და უკვე 6-წლიანი ტრადიციაა. ამ კომპლექსური მიდგომის გამო, Le Meridian Batumi თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული გახდა, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის. “როდესაც აპლიკაციის შევსება დავიწყე, არ მიფიქრია, რომ გავიმარჯვებდით. მაგრამ, როდესაც კითხვებს ჩავუღრმავდი, აღმოჩნდა, რომ თითოეულ მათგანზე მქონდა დამაჯერებელი პასუხი. ეს კი ცალსახად ნიშნავს იმას, რომ საქმეს სწორად ვაკეთებთ. ჩვენ ამას ვუყურებთ, როგორც ეროვნულ ჯილდოს და დიდი მოტივაციაა, პროცესი უკეთესად წარვმართოთ”,- გვიყვება სასტუმროს HR დირექტორი, ნათია სტამბოლიშვილი. ემოციური ინტელექტი, სერვისზე ორიენტირება და დეტალებისადმი ყურადღება ის უნარებია, რაც ქალებს განსაკუთრებით გამოარჩევთ ამ სექტორში. ნათია ამბობს, რომ სასტუმროში ყველა თანამშრომლისადმი მიდგომა თანაბარია, მათი სქესის, ასაკის და მრწამსის მიუხედავად. „ჰორეკა სექტორში ყველაფერი სიყვარულზეა აგებული. თუ არ გიყვარს ეს საქმე, დიდხანს ვერ გაჩერდები. უნდა გქონდეს მოტივაცია და მამოძრავებელი ძალა“. მისივე თქმით, სასტუმროს წარმატება მხოლოდ მენეჯმენტის დამსახურება არაა. „რომ გააჩეროთ აქ დასაქმებული ნებისმიერი ადამიანი, ჭურჭლის მრეცხავი თუ გენერალური მენეჯერი, ორივე გეტყვით, რომ თითოეული მათგანი უმნიშვნელოვანეს საქმეს აკეთებს და მათი როლი სასტუმროში გადამწყვეტია. ეს ნამდვილად სიმართლეა. რომელიმე რომ გამოაკლო, სისტემა ვერ იმუშავებს“,-გვიყვება ნათია. Le Meridian Batumi-ს მაგალითი აჩვენებს, რომ თანასწორობა მაშინ ხდება რეალობა, როცა ის ყოველდღიურ პროცესად იქცევა- არა მხოლოდ ქაღალდზე გაცხადებულ პოლიტიკად, არამედ- სწორ ღირებულებად.
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)