01:48 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-08-18 23:37:12, 4327 ნახვა

კომენტარი
ევროკავშირის, ტრამპისა და ზელენსკის სამიტი დაიწყო - ვინ რა თქვა შეხვედრაზე

ევროპელი ლიდერები მე-5 მუხლის სტილის გარანტიებზე საუბრობენ
ევროპელი ლიდერები, ტრამპისა და ზელენსკის შემდეგ, მოლაპარაკებების წინ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს უსვამენ ხაზას.

საუბრის თემების შეჯამება:

ჯორჯია მელონი: ჩვენ უპირველეს ყოვლისა უსაფრთხოების გარანტიებს განვიხილავთ და მოხარული ვარ, რომ განვიხილავთ წინადადებას, რომელსაც „მე-5 მუხლი“ ეწოდება, რომელიც თავდაპირველად იტალიური წინადადება იყო.

ემანუელ მაკრონი: ხანგრძლივი მშვიდობისთვის უსაფრთხოების გარანტიები გვჭირდება და ისინი ყველას გვჭირდება.

კირ სტარმერი: საქმე მხოლოდ უკრაინის უსაფრთხოებას არ ეხება, არამედ მთელი ევროპის, მათ შორის ბრიტანეთის უსაფრთხოებას. […] ვფიქრობ, სწორი მიდგომით დღეს შეგვიძლია რეალური პროგრესის მიღწევა, განსაკუთრებით უსაფრთხოების გარანტიების საკითხში […] რაღაც „მე-5 მუხლის“ სულისკვეთებით.

ნატოს წესდების მე-5 მუხლი არის მუხლი, რომელიც ჩვეულებრივ შეჯამებულია, როგორც ალიანსის ყველა წევრის ვალდებულება, ერთ-ერთ მათგანზე თავდასხმა ყველაზეზე თავდასხმად აღიქვას.

როცა ვსაუბრობთ უკრაინის უსაფრთხოებაზე, ასევე ვსაუბრობთ ევროპის უსაფრთხოებაზე. ჩვენ გვსურს შევქმნათ რაღაც მსგავსი, ნატოს მე-5 მუხლისა, რათა დავიცვათ უკრაინა მომდევნო პოტენციური  რუსული აგრესიისგან.

ურსულა ფონ დერ ლაიენი : აქ ვართ როგორც მეგობრები და პარტნიორები, ჩვენი საერთო ინტერესია მკვლელობების შეწყვეტა. მნიშვნელოვანია მეხუთე მუხლის მსგავსი უსაფრთხოების გარანტია

ალექსანდ შტუბმა თქვა რომ ის არის პატარა ქვეყნიდან, რომელსაც საკმაოდ დიდი პერიმეტრის საზღვარი აქვს რუსეთთან და კარგად იცნობს რუსეთს და მასთან ჰქონდა კონგფლიქტი რომლის დარეგულიტებაც მოგვარდა. მან იმედი გამოთქვა რომ, ახლაც 2025 ში მოხეტხდება კონფლიქტის მოგვარება.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics