00:24 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-08-16 20:39:32, 3065 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უარი თქვა პუტინის მოთხოვნაზე დონბასის სრულად დათმობის შესახებ, – Reuters.

საინფორმაციო სააგენტო Reuters. ცნობით, ალასკაზე გამართულ სამიტზე რუსეთის დიქტატორი პუტინი დაჟინებით მოითხოვდა, რომ უკრაინამ რუსეთს დაუთმოს მთელი დონბასი. წყაროების ინფორმაციით, ეს მოთხოვნა დონალდ ტრამპმა პირადად გადასცა ზელენსკის, შეთავაზებით, რომ ფრონტის ხაზი შეიძლება გაყინულიყო ასეთ პირობებში.

ზელენსკიმ კატეგორიულად უარყო წინადადება. სააგენტოსვე განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა პუტინთან შეხვედრისთვის, თუმცა წარადგინა მკაცრი უსაფრთხოების გარანტიების მოთხოვნა.

ევროპელმა ლიდერებმა მხარი დაუჭირეს უკრაინას და განაცხადეს, რომ გააძლიერებენ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ.

Reuters-ის შეფასებით, სამიტის შედეგი შეიძლება ასე შეჯამდეს: „1:0 პუტინის სასარგებლოდ“, რადგან ვერ მოხერხდა ვერც ზავის მიღწევა და ვერც საგრძნობი პროგრესი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics