2025-02-24 09:50:47, 364 ნახვა
საზოგადოება
24 თებერვალი - როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს - 24 თებერვალს საქართველოში უმეტესად ღრუბლიანი ამინდი იქნება.
დასავლეთ საქართველოში - უმეტესად ღრუბლიანი ამინდი. უმეტეს რაიონში თოვლი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ქარბუქი და ნისლი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით -5, 0°, დღისით 0, +5°; მთაში ღამით -8, - 3°, დღისით -5, 0°; მაღალმთაში ღამით -21, -16°, დღისით -8, -3°.
აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან თოვლი, შესაძლებელია ქარბუქი და ნისლი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დღისით ზოგან ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით -9, -4°, დღისით -2, +3°; მთაში ღამით -15, -10°, დღისით -6, -1°; მაღალმთაში ღამით -23, -18°, დღისით -10, -5°.
თბილისში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. მცირე თოვლი. ჩრდილო-დასავლეთის ქარი
10-15მ/წმ, დღისით ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +2°, ღამით -4°.
ავტორი: ექსპრესნიუსი,