2025-02-23 16:57:20, 425 ნახვა
საზოგადოება
მეუფე ზენონი - უარს ვაცხადებ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ნებისმიერი თანხის მიღებაზე
დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსი, მეუფე ზენონი (იარაჯული), უარს აცხადებს ნებისმიერი სახის თანხის მიღებაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში დაწერა, სადაც საუბრობს უთანასწორობასა და უსამართლობაზე, რაც მისი განცხადებით, სრულიად თვალსაჩინოა.
„18 მილიონი დემონსტრანტთა ჯარიმა. უარს ვაცხადებ ნებისმიერი სახის თანხის მიღებაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან. არაფერი განსაკუთრებული ჩემს პოზიციასა და განცხადებაში. ეს უბრალოდ შეუძლებელია!“ - აღნიშნავს მეუფე ზენონი.
მისივე თქმით, მოსახლეობა გაძარცულია და დარბეული, თუმცა არავინაა მათი მხსნელი.
„ეს ხალხი გაძარცულია და დარბეული, საპყრობილეებში გამოკეტილნი; ტყვედ მიჰყავთ, მხსნელი კი არ არის,“ - წერს მეუფე ზენონი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,