14:05 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-17 17:01:47, 533 ნახვა

საზოგადოება
გარდაიცვალა მსახიობი ბერტა ხაფავა

83 წლის ასაკში მსახიობი ბერტა ხაფავა გარდაიცვალა.

ინფორმაციას ამის შესახებ ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი დიმიტრი ხვთისიაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ბერტა ხაფავა 1960 წლიდან მოღვაწეობდა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში სცენის თანამშრომლად. 1966 წლიდან იყო გორის თეატრის მსახიობი. 1969 წლიდან თბილისის მოზარდ მაყურებელთა ქართული თეატრის დასში გადავიდა. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: კატა (ე. შვარცის „წითელქუდა“), ქეთინო (ალ. თაბორიძის „დაკარგული დრო“), ბარბარე (ლ. ქიაჩელის „ტარიელ გოლუა“), ილია (ვ. იაქაშვილის „ციხის ხევის საიდუმლო“), თხა (გ. ახვლედიანის „ბაბუა და შვილიშვილი“), კოწია (ა. ჭილაშვილის „აცა-ბაცა“), ტურა (გ. ნახუცრიშვილის „ჭინჭრაქა“), რიტა ოსიანინა (ა. ვასილიევის „განთიადი კი აქ წყნარი იცის“), მერი პოპინსი (პ. ტრავერსი „მერი პოპინსი“) და სხვა.

გადაღებულია მხატვრულ ფილმებში: „ნატვრის ხე“ (1976), „სამანიშვილის დედინაცვალი“ (1977), „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“ (1978), „სიყვარული ყველას უნდა“ (1980), „არაჩვეულებრივი რეისი“ (1982), „ზოგი ჭირი მარგებელია“ (1984), „ბებია ყველასათვის“ (1986), „ფესვები“ (1987), „ორფეოსის სიკვდილი“ (1996), „სიყვარული და კარტოფილი“ (2003), „დარჩი ჩემთან“ (2011), „გრძელი ნათელი დღეები“ (2013) და სხვა.

2013 წლის 18 მაისს მოზარდ მაყურებელთა თეატრის წინ მსახიობის ვარსკვლავი გაიხსნა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics