14:05 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-17 12:21:44, 533 ნახვა

საზოგადოება
SJC- მოვუწოდებთ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციას, შეიქმნას საგამოძიებო კომისია

სოციალური სამართლიანობის ცენტრი შრომის საერთაშორისო ორგანიზაციას მოუწოდებს, ყურადღება მიაპყროს საქართველოში საჯარო სექტორში დისკრიმინაციული მოტივით მიმდინარე მასობრივ გათავისუფლებებს და დაუყოვნებლივ განიხილოს ამ საკითხებზე საგამოძიებო კომისიის შექმნის შესაძლებლობა.

SJC-ს ცნობით, 2024 წლის დეკემბრის თვიდან დაწყებული საჯარო სექტორში დასაქმებულ პირთა მასობრივი გათავისუფლებები დღემდე გრძელდება.

"სამსახურიდან ათავისუფლებენ სახელმწიფო უწყებებში დასაქმებულ იმ ადამიანებს, რომლებმაც საჯაროდ გააპროტესტეს ხელისუფლების გადაწყვეტილება ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით, მათ შორის, ერთობლივი განცხადებების გამოქვეყნებისა და საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გზით". - წერია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ მასობრივ გათავისუფლებებს წინ უძღოდა ცვლილებები საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში, რამაც დაასუსტა საჯარო მოსამსახურეთა უფლებრივი გარანტიები, გაამარტივა მათი სამსახურიდან გათავისუფლების შესაძლებლობა და შეზღუდა დარღვეული უფლებების აღდგენის - სამართლიანი კომპენსაციის მიღებისა და სამსახურში აღდგენის შესაძლებლობები.

"ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი საჯარო მოხელეების სამსახურიდან გათავისუფლების ერთ-ერთი გავრცელებული ფორმაა შრომითი ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ ხელშეკრულების არგაგრძელება. ეს პრაქტიკა ცალსახად ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებს, რომლის თანახმად, როცა შრომითი ხელშეკრულების არგაგრძელებას საფუძვლად უდევს დისკრიმინაციული მოტივი, შრომითი ურთიერთობის დასრულება უკანონოდ უნდა იქნას ცნობილი. მსგავსი ფორმით გაათავისუფლეს სამსახურიდან თანამშრომლები არაერთი საჯარო უწყებიდან, მათ შორის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, თბილისის მერიიდან და პრობაციის ეროვნული სააგენტოდან. აღსანიშნია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან გათავისუფლებულია განსაკუთრებით დიდი რაოდენობით - 80-ზე მეტი თანამშრომელი (30-31 დეკემბრის მონაცემებით)." - წერს SJC.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics