11:42 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-23 12:18:36, 1153 ნახვა

მსოფლიო
"ვიკილიქსის" ახალი სკანდალი - ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო მსოფლიო ლიდერებს უსმენდა

"ვიკილიქსი" ახალ სკანდალურ მასალებს აქვეყნებს. როგორც ინტერნეტპორტალი ირწმუნება, ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო მსოფლიო ლიდერთა სატელეფონო საუბრებს ისმენდა.

აღსანიშნავია, რომ "ვიკილიქსის" გვერდზე გამოქვეყნებული მასალების თანახმად, ამერიკელების ყურადღების ცენტრში გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელისა და გაეროს გენერალური მდივანი პან გი მუნის შეხვედრა იყო, რომელზეც კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლის საკითხები განიხილებოდა.

"ვიკილიქსის" მტკიცებით, ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო ასევე უსმენდა ისრაელის პრემიერ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და იტალიის ყოფილი პრემიერის სილვიო ბერლუსკონის საუბარს, რის შედეგად გაირკვა, რომ ისრაელის პრემიერი ყოფილ კოლეგას აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამასთან ურთიერთობის დარეგულირებაში დახმარებას სთხოვდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
პოლიციამ 107 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics