2024-07-28 16:09:24, 676 ნახვა
ომი უკრაინაში
„ტუარეგები“, რომლებმაც მალიში „ვაგნერელებს" ჩასაფრება მოუწყეს, უკრაინელებს რუსი ტყვეების გადაცემას სთავაზობენ
“ამბოხებული ტუარეგები“, რომლებმაც მალიში რუსულ სამხედრო გაერთიანებას "ვაგნერელებს" ჩასაფრება მოუწყეს, უკრაინელებს რუსი ტყვეების გადაცემას სთავაზობენ. ამის შესახებ მათი განცხადება პლატფორმა X-ზე გამოქვეყნდა.
მათივე ინფორმაციით, ჩასაფრებას ათობით "ვაგნერელი" ემსხვერპლა, მათ შორის Z- სამხედრო ბლოგერი. ათობით რუსი კი, ტყვედ ჩავარდა.
"ძვირფასო ძმებო უკრაინელებო, სოლოდარობას გიცხადებთ რუსი დამნაშავეების წინააღმდეგ ბრძოლაში. ტყვედ ავიყვანეთ "ვაგნერელების" მნიშვნელოვანი რაოდენობა და გვინდა გადმოგცეთ ისინი, სოლიდარობის და მხარდაჭერის ნიშნად.
ეს ნაბიჯი მიმართულია იმისკენ, რათა დაგეხმაროთ სამართლიანობისთვის და თავისუფლებისთვის ბრძოლაში", - ნათქვამია “ამბოხებულების“ განცხადებაში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,