2024-07-24 09:45:16, 614 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსულმა ძალებმა ხარკოვს დაარტყეს, რის შედეგადაც მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა - არიან დაშავებულებიც
რუსეთმა, 24 ივლისის ღამით, ხარკოვი და მიმდებარე ტერიტორიები S-300-ის ტიპის რაკეტებით დაბომბა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ხარკოვის მერზე, იგორ ტერეხოვზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ცნობით, თავდაპირველი დარტყმა მიმართული იყო ხარკოვის ერთ-ერთ რაიონში არსებულ ინდუსტრიულ ზონაზე. მეორე დარტყმა საცხოვრებელ ზონას შეეხო, რის შედეგადაც ერთ-ერთ სახლში ხანძარი გაჩნდა.
“დაახლოებით, დილის 7 საათზე, უპილოტო თვითმფრინავის თავდასხმის შედეგად მალოდანილივსკის თემზე ორი მამაკაცი დაშავდა, რომელიც ხარკოვიდან ჩრდილოეთით, დაახლოებით, 15 კილომეტრში მდებარეობს“,- განაცხადა ადგილობრივმა გუბერნატორმა, ოლეგ სინეგუბოვმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,