2024-07-21 17:48:04, 672 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - უკრაინა ცდილობს, გადაარჩინოს მოქალაქეები, მაგრამ ეს არ ნიშნავს მზადყოფნას, ტერიტორიის მესამედი აგრესორს დაუთმოს
უკრაინა ცდილობს, გადაარჩინოს თავისი მოქალაქეები, მაგრამ ეს არ ნიშნავს მზადყოფნას, დაუთმოს თავისი ტერიტორიის მესამედი აგრესორს,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ BBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, რუსეთთან კონფლიქტის გაყინვა, რომელიც მას შეუნარჩუნებს უკვე დაკავებულ უკრაინულ ტერიტორიას, ომიდან "კარგი გამოსავალი" არ არის.
"ჩვენთვის წაგება ჩვენი ქვეყნის დაკარგვაა. ვიღაც ამბობს: "რა არის შენთვის უფრო მნიშვნელოვანი - ტერიტორია თუ ხალხი?" როგორ შეიძლება ასე შედარება? ხალხი მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მათ ჩვენი მიწის 30% შეგვიძლია მივცეთ",- აცხადებს ზელენსკი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,