15:17 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-17 17:53:02, 576 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - რუსული ტყვეობიდან 95 უკრაინელი გათავისუფლდა

რუსული ტყვეობიდან კიდევ 95 უკრაინელი გათავისუფლდა. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს.

როგორც ზელენსკი აღნიშნავს, გაცვლილ ტყვეებს შორის უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები, ეროვნული გვარდიის წევრები და მესაზღვრეები არიან.

"ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი ხალხის სახლში დაბრუნებას. კიდევ 95 დამცველი გაათავისუფლეს რუსული ტყვეობიდან. მადლობას ვუხდი ჩვენი გაცვლის გუნდს და არაბთა გაერთიანებული საამიროებს გაწეული შუამავლობისთვის", - წერს ზელენსკი "ფეისბუქზე".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics