|
2016-02-11 15:27:16, 642 ნახვა
სამართალი
ნინო ლომჯარია: ვითხოვთ, მოსამართლეთა დანიშვნასთან დაკავშირებით მორატორიუმი გამოცხადდეს
„ვითხოვთ მოსამართლეთა დანიშვნასთან დაკავშირებით მორატორიუმი გამოცხადდეს, ვინაიდან პრეზიდენტს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი აქვს სასამართლო კორპუსის ფორმირებაში“, - ამის შესახებ „სამართლიანი არჩევნების“ იურიდიულმა კონსულტანტმა ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ლომჯარიამ აღნიშნა ამ საკითხთან მიმართებით საინტერესო იქნება პრეზიდენტის პოზიცია და დამოკიდებულება. „დღევანდელი შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინიციატივით იმართება. შესაბამისად ჩვენ მათ წარმომადგენლებთან ვისაუბრებთ ჩვენს ხედვაზე თუ რა ვითარებაა დღეს სასამართლოში. ვითხოვთ გამოცხადდეს მორატორიული მოსამართლეთა დანიშვნასთან დაკავშირებით, ვინაიდან პრეზიდენტს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი აქვს სასამართლო კოპრპუსისის ფორმირებაში. საინტერესო იქნება მისი პოზიცია და დამოკიდებულება ამ საკითხთან მიმართებით“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ. რაც შეეხება დისციპლინარულ პასუხისმგებლობას, მან აღნიშნა, რომ უნდა წახალისდნენ ის მოსამართლეები, რომლებიც არ ერიდებიან და არ შედიან კლანურ გარიგებაში. „ჩვენი ცალსახა პოზიცია არის ის, რომ სისტემაში დღეს პირიქით უნდა წახალისდნენ ის მოსამართლეები, რომლებიც არ ერიდებიან და არ შედიან კლანურ გარიგებაში, საჯაროდ და ღიად საუბრობენ პრობლემაზე. ნაცვლად იმისა, რომ უზენაესის სასამართლოს თავმჯდომარე და საბჭო იღებდეს დისციპლინარულ დევნას, ვფიქრობ რომ ისინი პირიქით უნდა სხდებოდნენ მაგიდასთან და უნდა საუბრობდნენ ამ პრობლემაზე“, - აღნიშნა ნინო ლომჯარიამ. ჟურნალისტის კითხვაზე, ჰქონდა თუ არა დისციპლინარული გადაცდომა მამუკა ახვლედიანს, ლომჯარიამ განაცხადა: „არ ვფიქრობთ, რომ ადამიანი რომელიც საუბრობს სისტემურ პრობლემებზე და ასაჯაროვებს ამას ეს არის სასამართლო რეპუტაციის შელახვა. პირიქით, რაც ხდება საბჭოში და როგორც მოქმედებს ის ეს ლახავს სასამართლოს იმიჯს და რეპუტაციას“, - დასძინა ნინო ლომჯარიამ.
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)