15:08 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-09 12:46:48, 989 ნახვა

სამხედრო
ავღანეთში ქართველმა სამხედროებმა ქვეითი პატრულირება განახორციელეს

ავღანეთში, პარვანის პროვინციაში V ქვეითი ბრიგადის 51-ე ბატალიონის ჯარისკაცებმა ქვეითი პატრულირება განახორციელეს.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სოფელ ქალეი ნასროდან  ბაგრამის ბაზის მიმართულებით, არაპირდაპირი ცეცხლის შეზღუდვისა და ამბოხებულებისთვის თავისუფალი გადაადგილების აღკვეთის მიზნით, 51-ე ბატალიონის ჯარისკაცებმა რეკოგნოსცირება (დაზვერვა) განახორციელეს.   

პატრულირების დროს, „ალფა“ ასეულის ჯარისკაცები ადგილობრივ მაცხოვრებლებსაც გაესაუბრნენ და ადგილზე არსებული სიტუაციის შესახებ ინფორმაცია მიიღეს.

ქართველ სამხედროებთან ერთად, ღონისძიებაში ამერიკელი საზღვაო ქვეითები და ავღანეთის უსაფრთხოების ძალები იყვნენ ჩართული. კომბინირებულ პატრულში,  ბაგრამის საავიაციო ბაზის მთავარი სერჟანტი კრისტოფერ გილპინიც მონაწილეობდა. 

საქართველოს შეიარაღებული ძალების V ქვეითი ბრიგადის 51-ე ბატალიონი "მტკიცე მხარდაჭერის" მისიას ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ასრულებს. მათი მთავარი ამოცანა საავიაციო ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics