22:10 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-16 15:53:52, 1626 ნახვა

კომენტარი
მამუკა მდინარაძე - რომან გოცირიძეს უნდა, რომ ფუნდამენტური მიმართულების ერად წარმოგვაჩინოს

რომან გოცირიძეს უნდა წარმოგვაჩინოს ფუნდამენტალური მიმართულების ერად, რომელსაც ამის გამო ექმნება პრობლემები განვითარებაში - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკამ მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მდინარაძე გამოეხმაურა რომან გოცირიძის „ფეისბუქ“ სტატუსს და აღნიშნა, რომ წლების განმავლობაში მათი პიარ პროპაგანდისტული ერთ-ერთი მიმართულება იყო ქართულ ეკლესიაზე დარტყმა, რადგან იდენტობას და ეროვნულობას ებრძვიან. 

მისი თქმით, ეროვნულობაში და იდენტობაში ეკლესიის როლი არის განუსაზღვრელად დიდი და როდესაც ეროვნულ იდენტობას ებრძვი, პირველ რიგში იცი, რომ უნდა დაარტყა ეკლესიას.

მისივე თქმით, ეს ადამიანები იდენტობას, ეროვნულობას და ეკლესიას ებრძვიან.  
„თუკი რაღაც სტატისტიკას ნახავ, სადაც მოგეცემა მანიპულაციის საშუალება, რომ განვითარება და რწმენა ერთმანეთთან ცოტა შეუსაბამოა, ამას იყენებ ისე ბინძურად, როგორც ამას აკეთებენ „ნაცმოძრაობა“ და მისი ლიდერები და სახეები. ის ავიწყდებათ, რომ ეს არის უდიდესი კულტურის, ტრადიციის ერი, რომელიც ძალიან კარგად ახერხებდა ყველა დროში, რომ მტკიცე რწმენის და თავისი რელიგიის იდენტობის, კულტურის და თავისი წარსულის პატივისცემის კვალდაკვალ განვითარებაზე ეზრუნა, არავიზე ნაკლებად განვითარებული ქვეყანა და ხალხი არ ყოფილიყო ამ ქვეყანაში, როგორ მიყვებოდა მტკიცე რწმენა ეკლესიის იდენტობის, ეროვნულობის პატივისცემა და განვითარება ამ ქვეყანაში ერთმანეთის კვალდაკვალ და როგორ ახერხებდა ქართული სახელმწიფო და ქართველი ერი ამას და როგორ ებრძვიან ზუსტად ამას ის ადამიანები, რომლებიც იდენტობას, ეროვნულობას და ეკლესიას ებრძვიან“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბაზისბანკი და BSTDB საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის და მწვანე ინვესტიციების მხარდასაჭერად პარტნიორობას აფართოებენ
ოცნებამ პირველი მოსმენით მიიღო ცვლილებები "გრანტების შესახებ" კანონში
ევროპარლამენტმა და ევროსაბჭომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს ორმხრივი ინტერესის პროექტის (PMI) სტატუსი მიანიჭა
ოპოზიციური ალიანსი: გალში მცხოვრებ ქართველებს მშობლიურ ენაზე სწავლა ეკრძალებათ და „ოცნების“ პარტია მათ არ იცავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics