09:58 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-28 17:24:04, 1739 ნახვა

რეგიონი
კასპის მერმა კონსტიტუციის ქუჩის რეაბილიტაციის სამუშაოები დაათვალიერა

ქალაქ კასპში კონსტიტუციის ქუჩის რეაბილიტაციის სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ, მერის პირველმა მოადგილემ დავით ქისიშვილმა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა აჩიკო გიგოლაშვილმა ადგილზე დაათვალიერეს.

კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ქუჩაზე, რომლის სიგრძე 1 129 გრძივი მეტრია, ამჟამად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში მოეწყობა ანაკრები რკინაბეტონის კიუვეტები ცხაურებით, ეზოში შესასვლელები და ასფალტბეტონის ორფენიანი საფარი. გარდა ამისა, აღნიშნულ ქუჩაზე პარალელურად გაზიფიცირების და ელექტროგადამცემი ხაზები იცვლება. 

მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „ენ-დი როუდი“ ახორციელებს. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდისა და კასპის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება, რომლის ღირებულებაც 602 999 ლარია.

მოსახლეობა განახლებული ქუჩით სარგებლობას წლის ბოლოს შეძლებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
თბილისში Trump Tower აშენდება - Wall Street Journal
პაპი აცხადებს, რომ ტრამპთან კამათი „არ არის დაინტერესებული“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics