10:38 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-29 12:40:33, 1508 ნახვა

რეგიონი
1-ელ ოქტომბერს, ესპანეთში ბათუმს „World Travel Awards 2023"-ის მასპინძელი ქალაქის წოდება გადაეცემა

ბათუმი წელს „World Travel Awards"-ის  ევროპის სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულების ნომინაციაზეა წარდგენილი. 1-ელ ოქტომბერს, ესპანეთში გაირკვევა ისევ მიიღებს თუ არა ქალაქი ტურიზმის ინდუსტრიის პრესტიჟულ ჯილდოს. ამასთანავე, ბათუმი ოფიციალურად მიიღებს World Travel Awards - 2023 წლის მანპინძელი ქალაქის სტატუსს.

 „როგორც მოგეხსენებათ, ბათუმი წელსაც წარდგენილია ტურიზმის ჯილდოზე 2 დღეში. 1 ოქტომბერს ესპანეთში გაირკვევა ისევ მიიღებს თუ არა ჩვენი ქალაქი ამ პრესტიჟულ ჯილდოს. ასევე, უკვე ოფიციალურად გამოცხადდება, რომ მომავალ წელს აღნიშნული ღონისძიების ძირითად დაჯილდოებას უმასპინძლებს ბათუმი, რაც კიდევ ერთხელ დაეხმარება ჩვენი ქალაქის საერთაშორისო პოპულარიზაციას, მის ტურისტულ პოზიციონირებას არა მხოლოდ ევროპაში, არამედ გლობალურად. ჩვენ ველით, რომ ეს იქნება წარმატებული ღონისძიება" - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე.

 წელს, ბათუმთან ერთად „World Travel Awards"-ის პრესტიჟულ ჯილდოზე ბათუმის ბულვარია წარდგენილი. ბულვარი ევროპის წამყვანი ტურისტული ღირსშესანიშნაობის ნომინაციაზე ეიფელის კოშკის, კოლიზეუმის, აკროპოლისის გვერდითაა დასახელებული.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირანმა აშშ დაადანაშაულა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში და უარი თქვა მოლაპარაკებების ახალ რაუნდზე
ბულგარეთის ყოფილი პრეზიდენტი რუმენ რადევი საპარლამენტო არჩევნებში ლიდერობს
ჰორმუზის სრუტეში აშშ-მ ირანის კუთვნილი ტანკერი დააკავა, ირანმა სამხედრო გემებზე დრონებით თავდასხმა განახორციელა
უკრაინამ ერთ კვირაში მეორედ დაარტყა რუსეთის ერთადერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შავ ზღვაზე, ერთი ადამიანი დაიღუპა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics