03:07 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-03 13:01:50, 778 ნახვა

სამართალი
გურჯაანში, სასამართლო დარბაზიდან პატიმარი გაიქცა

21 წლის დიმა ხაჩიაშვილი, რომელიც მოქალაქის დაჭრაშია ბრალდებული, პოლიციის თანამშრომლებს გუშინ, გურჯაანის რაიონული სასამართლოს დარბაზიდან გაექცა.

ამის შესახებ ინფორმაციას კახეთის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, სასამართლო დარბაზიდან გაქცეული დიმა ხაჩიაშვილი საპატრულო პოლიციამ გუშინ, გვიან საღამოს, საგარეჯოს რაიონში, კახეთიდან თბილისისკენ მიმავალ ტაქსში აღმოაჩინა, მაგრამ ბრალდებულმა გაქცევა  კვლავ მოახერხა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო არსებულ ინფორმაციას ადასტურებს და განმარტავს, რომ ამ დროისთვის დამნაშავის დასაკავებლად  ოპერატიული სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს.

მათივე ინფორმაციით, პროკურატურამ  სამართალდამცავების მიმართ, რომლებსაც პატიმარი გაექცათ, გამოძიება  სამსახურეობრივი დაუდევრობის შესასწავლად დაიწყო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics