17:11 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-01 18:22:34, 912 ნახვა

კომენტარი
ვაჟა სირაძე - ორივე მხარეს აქვს გამოხატვის თავისუფლება, მოვუწოდებთ, არ გასცდნენ ჩარჩოებს

როგორც ერთ, ასევე მეორე მხარეს აქვს სიტყვის გამოხატვის თავისუფლება, მოვუწოდებთ, არ გასცდნენ ჩარჩოებს, - ამის შესახებ საპატრულო პოლიციის უფროსმა, ვაჟა სირაძემ „თბილისი პრაიდის“ კვირეულის გახსნის პარალელურად მიმდინარე კონტრაქციაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ნებისმიერი სამართალდამცველის შეურაცხყოფისა და თავდასხმის ფაქტი, კანონით მკაცრად იქნება დასჯილი.

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ გააკეთა განცხადება და კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ადგილზე ვახუშტის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები, რომლებიც იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს და მართლწესრიგს. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, არ დაარღვიონ კანონი, ყველას აქვს სიტყვის და გამოხატვის უფლება, როგორც ერთ, ასევე მეორე მხარე. ასევე კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, არ გასცდნენ კანონის დაცვისა და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ჩარჩოებს და თავიანთი პროტესტი გამოხატონ მშვიდ ვითარებაში. ნებისმიერი ფაქტი, სამართალდამცველზე თავდასხმის ან შეურაცხყოფის, მკაცრად იქნება დასჯილი. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, იმოქმედონ კანონის შესაბამისად, თავიანთ უფლებები გამოხატონ კანონის ჩარჩოებში“, - განაცხადა ვაჟა სირაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
კალაძე: რატომ გინდათ ყველაფერში ცუდი ეძიოთ? აბასთუმანში თვითმფრინავების გამონაბოლქვი პრობლემას ქმნიდა
სელფი მობაილის ქსელის განახლება: მომხმარებლის კმაყოფილების ზრდა
BOG ქმნის განათლების შესაძლებლობებს AI-ით და ტექნოლოგიებით დაინტერესებული გოგოებისთვის
იმოგზაურე გიორგი მოსიძესთან ერთად აზროვნების სამყაროში - ზუგდიდში შეხვედრა გაიმართება (რ)
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics