14:19 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-25 13:44:19, 657 ნახვა

კომენტარი
ამირან გამყრელიძე - არ არის გამორიცხული, აგვისტოს ბოლოსკენ ინფიცირების შემთხვევების ზრდა დაიწყოს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ გლობალური პროგნოზით, კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა ნელი ტემპით იკლებს.

როგორც ამირან გამყრელიძემ საკოორდიაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა, არ არის გამორიცხული, რომ ახალი მუტირებული შტამების გამო, აგვისტოს ბოლოსკენ გლობალურად შემთხვევების ზრდა ისევ დაიწყოს.

„გლობალური პროგნოზი არის ასეთი, რომ გლობალურად შემთხვევათა რაოდენობა ნელი ტემპით მოიკლებს. არ არის გამორიცხული, რომ აგვისტოში, აგვისტოს ბოლოსკენ ისევ დაიწყოს, როგორც ევროპაში, ისე გლობალურად შემთხვევების ზრდა. ძირითად ახალი მუტირებული შტამების ხარჯზე. ამიტომ, ყველგან, სადაც შემსუბუქებები მიმდინარეობს, მეტი ყურადღებაა რეკომენდაციების დაცვაზე, პირველ რიგში, პირბადე, დისტანცია, დიდი თავშეყრებისგან თავის არიდება და მეტი აცრა“, - განაცხადა გამყრელიძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
„ჩვენ მისგან შორს უნდა დავიჭიროთ თავი“ - ევროპულმა ულტრამემარჯვენეებმა ტრამპს ზურგი აქციეს
იმოგზაურე გიორგი მოსიძესთან ერთად აზროვნების სამყაროში - ფოთში, გიორგი მოსიძესთან შეხვედრა გაიმართება
კობახიძე - ამჟამინდელ ევროკავშირს სერიოზული გამოწვევები აქვს
კობახიძე - საქართველოს, ევროპის მასშტაბით, ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics