03:09 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-04 15:47:33, 974 ნახვა

კომენტარი
გიორგი ვაშაძე - პარლამენტი და ყველა უწყება გაჩერებულია, „მაისკი პრაზნიკები“ მოიწყვეს

პარლამენტი გაჩერებულია, სამინისტროები გაჩერებულია, ყველა უწყება გაჩერებულია, არაფერი არ მუშაობს, „მაისკი პრაზნიკები“ მოიწყვეს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რითაც მთავრობის მიერ გამოცხადებულ უქმეე დღეებს გამოეხმაურა, რომლის დროსაც შეჩერებულია საპარლამენტო საქმიანობაც.

ვაშაძე ჟურნალისტებთან საუბრისას „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას საკითხსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ის საპატიმრო დაწესებულებაში მაქსიმუმ 5 კვირა შეიძლება დარჩეს.

„პარლამენტი გაჩერებულია, სამინისტროები გაჩერებულია, ყველა უწყება გაჩერებულია, არაფერი არ მუშაობს. საბჭოთა ტერმინი რომ იყო „მაისკი პრაზნიკები“ მოიწყვეს თავიდან ბოლომდე, მართლა ეს არის.

ამნისტიის კანონის ერთ-ერთი მიზანი არის, სწორედ, ნიკა მელიას გათავისუფლება. ყველაზე მეტ ხანს, 5 კვირა შეიძლება იყოს ის საპატიმრო დაწესებულებაში. ამნისტიის კანონს აუცილებლად მივიღებთ და ის გათავისუფლდება. არაერთხელ ვთქვით, რომ ამნისტიის კანონამდე გათავისუფლების მექანიზმი არის გირაო, ევროპულ და დასავლურ მხარესთანაც ვართ შეთანხმებულები ამაზე. უნდა გადაეხადა, თუ არა ნიკა მელიას გირაო, არასწორი მგონია ჩემი მხრიდან ციხეში მჯდომი პოლიტპატიმრის პოზიციებზე საუბარი“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics