2021-03-19 01:22:43, 636 ნახვა
კომენტარი
ირაკლი კობახიძე - ოპოზიციის უმრავლესობა იმართება კიევიდან, ამიტომ მათ ჩაშალეს მოლაპარაკება
„ოპოზიციის უმრავლესობა იმართება კიევიდან, ამიტომ მათ ჩაშალეს მოლაპარაკება“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ოპოზიციას არ შეთანხმებაზე წასვლის არავითარი რესურსი არ ჰქონდა.
„ოპოზიციისთვის იყო თვით მიზანი შეთანხმების არ მიღწევა, დაყენებული იყო ულტიმატუმები, მათ შორის ისეთი, რომელიც ითვალისწინებდა კანონის უზენაესობის ფეხქვეშგათელვას.
ასეთი ულტიმატუმები არის მიუღებელი, ოპოზიციის უმრავლესობა იმართება კიევიდან, მიხეილ სააკაშვილის მიერ, ამიტომაც მათ შეთანხმებაზე წამოსვლის არავითარი რესურსი არ ჰქონდათ. ეს იყო მიზეზი რატომაც მათ ჩაშალეს მოლაპარაკება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,