2021-03-16 11:14:01, 432 ნახვა
კომენტარი
ნათია თურნავა: „ნამახვანჰესის“ წინააღმდეგ მოძრაობა რადიკალური ხდება - აქციაზე წმინდა პოლიტიკური მოთხოვნები ისმოდა
„ „ნამახვანჰესის“ წინააღმდეგ საპროტესტო მოძრაობა ნელ-ნელა უფრო რადიკალური ხდება“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.
თურნავას თქმით, აქციაზე, სადაც ჰესის მშენებლობას აპროტესტებდნენ, წმინდა პოლიტიკური მოთხოვნები გაჟღერდა.
„ჩვენს მიერ მიწოდებული ოთხ პუნქტიანი გეგმა გულისხმობს ხელახალი კვლევების გადახედვას და მანამდე კაშხლის მშენებლობის გადაწევას . აგრეთვე, ეს არის ხეობის განვითარების ფონდის შექმნა, ეს არის მეტი ჩართულობა როგორც ამ ფონდის მართვის პროცესში, ასევე მშენებლობის ზედამხედველობის პროცესში“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან