14:05 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-10-01 13:34:32, 751 ნახვა

სამართალი
ქიბარ ხალვაშის მოთხოვნის საფუძველზე სასამართლომ „რუსთავი 2“ -ის მფლობელი კომპანიების წილი დააყადაღა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ქიბარ ხალვაშის მოთხოვნის საფუძველზე „რუსთავი 2“ -ის  მფლობელი კომპანიების შპს „საქართველოს“ წილები დააყადაღა.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალიამ განაცხადა, იგეგმებოდა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის საკონტროლო პაკეტის მფლობელი ტელეკომპანია "საქართველოს" წილების გასხვისება.

 კერძოდ, სალიას  თქმით, საჯარო რეესტრში 29 სექტემბერს წარდგენილი ხელშეკრულების შესაბამისად, ძმები ყარამანაშვილები გეგმავდნენ ტელეკომპანია "საქართველოში" მათი წილების დავით კეზერაშვილის ცოლის ძმის, დიმიტრი ჩიქოვანისთვის გადაცემას.

„მითითებული გარიგება, სავარაუდოდ, რამდენიმე მიზანს ისახავდა: პირველი ეს იყო ე.წ. კეთილსინდისიერი შემძენისთვის წილების გადაცემა, ხოლო მეორე და უმთავრესი მიზანი ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ფიქტიური ფინანსური ვალდებულებებით დატვირთვა იყო. სასამართლოში ქიბარ ხალვაშის ადვოკატის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები ადასტურებს, რომ სარჩელის დაკმაყოფილების ალბათობა მართლაც დიდია და, სავარაუდოდ, სწორედ ეს გახდა "რუსთავი 2"-ის დღევანდელი მფლობელების მიერ კიდევ ერთი ფიქტიური გარიგების დადების წინაპირობა. როგორც კი ცნობილი გახდა მოსალოდნელი ფიქტიური გარიგების დადების თაობაზე, ჩვენ მოვითხოვეთ ტელეკომპანია "საქართველოს" წილების გასხვისების აკრძალვა, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა. შესაბამისად, ამ ეტაპზე არიდებული იქნა "რუსთავი 2"-ისთვის ფიქტიური გარიგებით რამდენიმე მილიონიანი ფინანსური ვალდებულების დაკისრების საფრთხე", - განაცხადა პაატა სალიამ.

"ექსპრესნიუსი" კომენტარისთვის "რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორსაც დაუკავშირდა, თუმცა ნიკა გვარამიამ საუბარი არ ისურვა. როგორც მან აღნიშნა, 15 საათზე პრესკონფერენცია აქვს დაგეგმილი და დეტალებზე იქ ისაუბრებს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics