10:16 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-09 14:52:45, 1038 ნახვა

სამხედრო
არმია სუპერლიგის გამარჯვებულია

თავდაცვის სამინისტროს გუნდი „არმია“ მინი-ფეხბურთის ტურნირის, ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2019-2020 წლის სეზონის სუპერლიგის გამარჯვებული გახდა. თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებით დაკომპლექტებულმა გუნდმა მოქმედი ჩემპიონი და ოთხგზის გამარჯვებული "პსპ" 1:0 დაამარცხა და შეჯიბრის გამარჯვებული გახდა. მინი ფეხბურთის სამოყვარულო ჩემპიონატში  - ბიზნესის ჩემპიონთა ლიგა წარმატებული ბიზნეს ორგანიზაციები და სახელმწიფო უწყებების სამოყვარულო გუნდები იღებდნენ მონაწილეობას.

ტურნირში მონაწილე ფეხბურთელები სხვადასხვა ნომინაციებშიც დაჯილდოვდნენ. შეჯიბრის საუკეთესო ფეხბურთელი არმიის კაპიტანი, კაპრალ-სპეციალისტი გიგა ბერაია დასახელდა. არმიის ფეხბურთელებმა, ასევე შეჯიბრის საუკეთესო მეკარის და მცველის ნომინაციებშიც გაიმარჯვეს.

არმიამ გასულ სეზონში სპორტულ სააგენტო SMB-ის ორგანიზებით გამართულ ოქროს ლიგაშიც გაიმარჯვა და უმაღლეს დივიზიონში, სუპერლიგაში პირველივე ასპარეზობა ტიტულით დაასრულა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანი დათანხმდა აშშ-სთვის გამდიდრებული ურანის გადაცემას
ევროპას დაახლოებით ექვსი კვირის საავიაციო საწვავის მარაგი აქვს დარჩენილი
ლონდონის „არსენალისა“ და ავსტრიის ნაკრების ყოფილი მეკარე ალექს მენინგერი ავტოკატასტროფაში დაიღუპა
ტრამპმა ისრაელსა და ლიბანს შორის საომარი მოქმედებების 10-დღიანი შეჩერების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics