14:14 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-07 11:39:06, 697 ნახვა

ეკონომიკა
ქადაგიძე: ეროვნული ბანკი მზადაა, საჭიროების შემთხვევაში უფრო აგრესიული მონეტარული პოლიტიკა განახორციელოს

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის განცხადებით, ლარის კურსთან მიმართებაში ფუნდამენტური ფაქტორები აღმოფხვრილია.

მისივე თქმით, ეროვნული ბანკი მზადაა, საჭიროების შემთხვევაში უფრო აგრესიული მონეტარული პოლიტიკა განახორციელოს. თუმცა, როგორც ქადაგიძემ აღნიშნა, იმისათვის, რომ ეროვნული ბანკის ინსტრუმენტების მიმართ ნდობა არსებობდეს, მნიშვნელოვანია, რომ მთავრობამ და განსაკუთრებით ეკონომიკური ბლოკის მინისტრებმა რეფინანსირების ინსტრუმენტთან და მთლიანად მონეტარულ პოლიტიკასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ.

„კანონთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის პოზიცია ცხადია და აღარ გავიმეორებ. დღეს გვაქვს შემდეგი ვითარება: ის მილიარდი დოლარი რომელიც დააკლდა ჩვენს ეკონომიკას ბოლო წლის განმავლობაში, ამ მილიარდი დოლარის შემოდინების დანაკლისმა გამოიწვია კურსის გაუფასურება. შესაბამისად, გაუფასურებულმა კურსმა შეამცირა იმპორტი იგივე ოდენობით და დღეს შეგვიძლია ვთქვათ, შემოდინების ნაწილი უკვე ასახულია იმპორტის შემცირებაში, შესაბამისად, ამ მიმართულებით კურსზე ზეწოლას აღარ ველოდებით. ამას აქვს სხვა უარყოფითი ფაქტორები, თუმცა კურსთან მიმართებაში ფუნდამენტური ფაქტორები აღმოფხვრილია. ჩვენ მზად ვართ უფრო აგრესიული მონეტარული პოლიტიკის გასატარებლად სხვადასხვა მიმართულებით თუ ამის საჭიროება დადგება, თუმცა იმისათვის, რომ ბაზრის მონაწილეებს ჩვენი ინსტრუმენტების მიმართ ნდობა ჰქონდეთ, მნიშვნელოვანია მთავრობამ, განსაკუთრებით ეკონომიკური ბლოკის მინისტრებმა დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია რეფინანსირების ინსტრუმენტსა და მთლიანად მონეტარულ პოლიტიკასთან დაკავშირებით. დროა წერტილი დაესვას ამ საკითხს. როგორც კი ამ საკითხს წერილს დავუსვამთ, უფრო პროაქტიური ქმედებების განხორციელება შეგვეძლება“, - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics