2026-03-25 12:51:56, 17986 ნახვა
სპორტი
თურქეთში ე.წ ნარკოტიკების საქმეზე საფეხბურთო კლუბების „გალათასარაის“ და „ბეშიქთაშის“ პრეზიდენტები დააკავეს
სტამბოლის პროკურატურის მიერ გახმაურებული პირების მიმართ დაწყებული გამოძიების ფარგლებში, პოლიციამ 16 პირი დააკავა.
APA-ს ცნობით, მათ შორის არიან „ბეშიქთაშის“ საფეხბურთო კლუბის ყოფილი პრეზიდენტი ფიკრეტ ორმანი და „გალათასარაის“ საფეხბურთო კლუბის ყოფილი პრეზიდენტი ბურაკ ელმასი.
APA-ს ცნობით, სტამბოლის პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას „ნარკოტიკული ნივთიერებების წარმოებისა და ვაჭრობის“, „ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერებების მოხმარების ხელშეწყობის მიზნით სპეციალური ადგილების, აღჭურვილობის ან მასალების გამოყოფის, ასევე მომხმარებლების დაკავების ხელის შეშლის მიზნით ზომების მიღების“, „ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერებების შეძენის, გადაცემის ან შენახვის“, „ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერებების გამოყენების“ და „პროსტიტუციის წაქეზების“ ბრალდებებზე.
ავტორი: ექსპრესნიუსი,