15:27 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-15 11:00:55, 395 ნახვა

ეკონომიკა
3 თვეში საქართველოს 1 მილიონი ტურისტი ეწვია

2026 წლის იანვარი-მარტის მონაცემებით საქართველოში 997,529 საერთაშორისო ტურისტის ვიზიტი შედგა, რაც 4%-ით, 38,582 ვიზიტით მეტია 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

ტურისტული ვიზიტების ზრდის კუთხით 2026 წლის პირველ კვარტალში ახალი რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა.

2026 წლის პირველ სამ თვეში  საქართველოში 1,300,505 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით -1.1%-ით , -14,323 ვიზიტით ნაკლებია.

3 თვეში ყველაზე მეტი ვიზიტი თურქეთიდან დაფიქსირდა და 238,368 შეადგინა.

ვიზიტორთა ტოპ 15-ში მეზობელ ქვეყნებთან ერთად არიან:  აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, პოლონეთი, ისრაელი, ყაზახეთი, ჩინეთი, ინდოეთი და სხვა მიზნობრივი ქვეყნები.

2026 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან ვიზიტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და 96,226 ვიზიტი შეადგინა, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან  შედარებით +30.2%-ით მეტია:

  • გერმანია +37.6%
  • პოლონეთი +34.3%
  • გაერთიანებული სამეფო +45.7%
  • იტალია +70.7%
  • საბერძნეთი +21.7%
  • საფრანგეთი +24.7%
  • სლოვაკეთი +87.6%
  • ლიეტუვა +29.9%
  • ესპანეთი +44.4%
  • ნიდერლანდები +25.8%

განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა  შემდეგი სტრატეგიული ბაზრებიდან:

  • ჩინეთი +48.6%
  • ამერიკის შეერთებული შტატები +19.3%
  • კორეის რესპუბლიკა +67.2%
  • შვეიცარია +33.7%

 

ირანში მიმდინარე ომი და გაუქმებული ფრენები ნეგატიურად აისახა ვიზიტორების მაჩვენებელზე შემდეგი ქვეყნებიდან:

  • ირანი -48.8%
  • ინდოეთი -29.5%
  • ისრაელი -17.5%

თუმცა, 2026  წლის I კვარტალი, ჯამში სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან ფიქსირდება +8.2% ვიზიტორთა ზრდა:

  • საუდის არაბეთი +36.3%
  • ბაჰრეინი +20.9%
  • არაბთა გაერთიანებული საამიროები -19.8%
  • ქუვეითი -18.7%
  • კატარი -7.4%
  • ომანი +1.1%

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics