09:45 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-23 16:33:39, 3536 ნახვა

სხვადასხვა
მეცნიერებმა ყავის ახალ დადებით თვისებებს მიაკვლიეს

სამეცნიერო ინფორმაციის (ISIC) ინსტიტუტის მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ყავის ყოველდღიური მიღება ებრძვის ისეთ დაავადებას, როგორიც დიაბეტია.

ამასთან მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ჯანსაღ პაციენტებს ყავის შემადგენლობაში არსებული ნივთიერება კოფეინის და რამდენიმე მიკროზეთის კომბინაციაში მიღების შედეგად, მეორე ტიპის დიაბეტის მიმართ უფრო მტკიცე იმუნიტეტი უყალიბდებათ.

მეცნიერებმა 30-ზე მეტი ყავის შესახებ კვლევის შედეგები გაანალიზეს. ამ კვლევებში ჯამში 1 185 210-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. აღმოჩნდა, რომ დღეში 3-4 ფინჯანი ყავის მიღება  მეორე ტიპის დიაბეტის დაავადების საფრთხეს საშუალოდ 25% ამცირებს.

სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ ყავა ორგანიზმში ანთებით ეფექტს ახშობს, გააჩნია ანტიოქსიდანტური მოქმედება, არეგულირებს კუჭ-ნაწლავის მიკროფლორას და ცხიმის შლას უწყობს ხელს. ამასთან მეცნიერებმა გამოთქვეს მოსაზრება, რომ ყავა გულსისხლძარღვთა დაავადებების პროგრესირებაზე არანაირ ზეგავლენას არ ახდენს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ბაზისბანკმა ლიბერთი ბანკის შეძენა წარმატებით დაასრულა
ნავთობის ფასები კვლავ ეცემა, - Reuters
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics